ჩვენი გონება ყოველდღიურად უამრავ ინფორმაციას იღებს და ყოველი მათგანის დამახსოვრება არარეალურია. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ მცირედი ძალისხმევით შეგიძლიათ, აცნობოთ თქვენს ტვინს, რისი „შენახვა“ ღირს მეხსიერებაში. კვლევის მიხედვით, მოსწავლეებმა და სტუდენტებმა 29-63%- ით გააუმჯობესეს თავიანთი შედეგები მას შემდეგ, რაც სწავლის ისეთი ტექნიკები გამოიყენეს, როგორებიცაა ლექციაზე ჩანაწერების გაკეთება, შედარებითი დიაგრამების აგება, ასოციაციებისა და პარალელების გავლება და სხვა. 1. მასალის, თუნდაც, 4-ჯერ წაკითხვა ისევე ეფექტური ვერ არის, როგორც ერთხელ მისი მოკლე შინაარსის დაწერა. თანაც, წერა უკეთესია ხელით და არა – კლავიატურაზე აკრეფა, რაც არღვევს ამ პროცესის ეფექტურობას. პროფესორი ანე მანგენი ამბობს: „ხელით წერის დროს, კალამსა და ფურცელთან შეხებით, ჩვენი ტვინი უკუკავშირს ამყარებს ჩვენს მამოძრავებელ მექანიზმებთან. ეს კავშირი სრულიად განსხვავდება იმ უკუკავშირისაგან, რომელიც კლავიატურის შეხების დროს წარმოიქმნება.“ 2. არსებობს ახლო-ფოტოგრაფიული მეხსიერების გაუმჯობესების სი...