აპლიკაციები პედაგოგთა პროფესიული ზრდისთვის


   მათ შორის პირველ ადგილზე დგას TED ( https://ed.ted.com/ ). მას 250 ათასზე მეტი მასწავლებლის მობილურში ნახავთ. TED  პირადი და კარიერული განვითარებისთვის საჭირო რესურსებს აუდიო თუ ვიდეო ფორმატით გაწვდით. ასევე, გთავაზობთ რეკომენდაციებს სასურველ სფეროში. მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ეს პლატფორმა საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვასა და წარმართვაში ეხმარება. საინტერესო ვიდეოების შემოთავაზების გარდა, აპლიკაცია კრეატიული კითხვების შედგენისთვისაც მოგცემთ რჩევებს.
Brain Sparker ( https://brainsparker.com/ ) – აპლიკაციას 150 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, მისი მიზანი თქვენში კრეატიულობის გაღვიძებაა.
Khan Academy(https://itunes.apple.com/us/app/khan-academy-you-can-learn-anything/id469863705?mt=8)  – აქ ნახავთ რესურსებს მათემატიკის, ისტორიის და მეცნიერების ყველა სფეროს შესახებ. ხანის აკადემია აბსოლუტურად უფასო სასწავლო რესურსია. მისი გაზირება თქვენი მოსწავლეებისთვისაც შეგიძლიათ.
Haikudeck ( https://www.haikudeck.com/) -ის მეშვეობით ორიგინალური პრეზენტაციების აწყობას შეძლებთ.
Instructables  (https://www.instructables.com/ ) – თუ კლასისთვის პროექტს ეძებთ, ეს აპლიკაცია აუცილებლად გამოგადგებათ.
Classdojo(https://www.classdojo.com/resources/) – სტუდენტებთან და მათ მშობლებთან ურთიერთობის საუკეთესო გზაა.
imovie ( https://www.apple.com/imovie/ )- პოპულარული აპლიკაცია ვიდეო-პროექტების შესაქმნელად.
Google Classroom(https://classroom.google.com/h) გამოიყენება მოსწავლეებისთვის დავალებების განაწილებისა და შეფასებების მისაცემად. ასევე, მასწავლებლები მას იყენებენ გარკვეული განცხადებების გასაკეთებლად. ესაა თავისუფალი სივრცე დებატებისთვისაც.
https://www.redbytes.in/best-autism-apps-for-kids/ –  აუტისტური სპექტრის მქონეთათვის.
 იხილეთ აპლიკაციების ვრცელი ჩამონათვალი და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი: The Tech Edvocate’s 2018 List of 116 of the Best Teaching and Learning Apps
   გარდა ამისა,  ბევრისთვის დღემდე უცნობია ის აპლიკაციები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლოა მობილურმა ტელეფონმა მასწავლებლის ფუნქციაც შეიძინოს. განსაკუთრებით აღსანიშნავია 8 აპლიკაცია, რომლებიც განათლების მიღებისთვის სასარგებლოა. 

Coursera საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელშიც სხვადასხვა კურსებიდან მრავალფეროვანი თემებია თავმოყრილი. თავად კურსები კი მოიცავს როგორც ჰუმანიტარულ ისე ზუსტ და საბუნებისმეტყველო სფეროებს. იგი 1000-ზე მეტ მიმართულებას აერთიანებს, რომელთაგან უმრავლესობას ვიდეო ლექციები და გაკვეთილები აქვს თან. კურსების ნაწილი უფასოა, ნაწილი – ფასიანი. აპლიკაციის გადმოტვირთვა კომპიუტერშიც შეგიძლიათ.
Edx-ის ერთადერთ ნაკლად მხოლოდ ის ითვლება, რომ კურსის დასრულების შემდეგ დიპლომი არ გაიცემა. სხვა მხრივ კი დაგროვებული ცოდნა უმაღლეს სასწავლებელში მიღებულ განათლებას არ ჩამოუვარდება. აღსანიშნავია, რომ პროგრამები მრავალფეროვანია და სრულიად უფასო.
Google play books – აქ წიგნების მრავალფეროვანი არჩევანია, შეგიძლიათ იპოვოთ როგორც ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურა, ისე კომიქსები, კლასიკოსების შედევრები და სახელმძღვანელოები. ფასები ისეთივეა, როგორც სხვა ვებგვერდებზე, აპლიკაცია კი ბევრ ძებნას და დროის დახარჯვას თავიდან აგაცილებთ.
Khan academy – ესეც ზოგადი განათლების დაგროვების მსურველთათვისაა. პლატფორმა 10 000-ზე მეტ ვიდეოგაკვეთილს იტევს და ეს ყველფერი სრულიად უფასოდ. მათი ნაწილი განათლების ტიპურ სახეებსაც ეხება: მათემატიკა, ისტორია, მეცნიერება და სხვა. 
Memrise – თუ ენის შესწავლას იწყებთ, ეს აპლიკაცია თქვენთვისაა და დიდი ალბათობით, პროგრამა თქვენს სასურველ ენას “ფლობს”, ის 100-ზე მეტ ენას იტევს. სწავლების მეთოდი ზოგჯერ უჩვეულოც კია და შესაძლოა, პროგრამამ თამაშიც შემოგთავაზოთ.
Sololearn – ესაა დეველოპერი googleplay-ზე ,რომელსაც საინტერესო საგანმანათლებლო პროგრამები აქვს. თითოეული მათგანი განკუთვნილია კომპიუტერული ტექნოლოგიით დაინტერესებულ პირთათვის. აპლიკაცია სრულიად უფასოდ შეგასწავლით კომპიუტერის ენას.
Udacity – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სანდო აპლიკაცია ცოდნის გაღრმავების მსურველთათვის. კურსები მოიცავს სერიოზულ, სიღმისეულ მასალებს და თითოეული მათგანი მკაცრადაა შემოწმებული და გაკონტროლებული აპლიკაციის შემქმნელების მიერ.
Udemy Udemy – პირველი საგანმანათლებლო პროგრამა გახლავთ. იგი ამჟამად 32 000 კურსს მოიცავს და აერთიანებს. აქვე შეგხვდებათ ბიზნესის, მეწარმეობის, დიზაინის, ფოტოგრაფიისა თუ მუსიკის კურსები. მათი ნაწილი ფასიანია.
მასალა მოპოვებულია edu.aris.ge - ზე.

Comments

Popular posts from this blog

რა არის ბრეინშტორმინგი?