მე- მასწავლებელი

     აშკარაა, რომ 21-ე საუკუნე სხვა ფენომენია და სწავლა სულ სხვა, ისეთი პრინციპებით ხდება, რომელიც აქამდე არ გამოუყენებიათ. და მაინც რას გულისხმობს 21-ე საუკუნის მასწავლებელი?
1.მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება და ინდივიდუალურად მიცემული ინსტრუქციები – რადგანაც მოსწავლეებს აქვთ განსხვავებული პიროვნული თვისებები, მიზნები, საჭიროებები ამიტომ, მათ უნდა მივცეთ ინდივიდუალური ინსტრუქციები მათი საჭიროებებიდან გამომდინარე.
2. მოსწავლეები, როგორც მწარმოებლები – დღეს მოსწავლეებს ხელი მიუწვდებათ ციფრულ ტექნოლოგიებზე, რომელთა გამოყენებითაც მათ შეუძლიათ ოჯახის წევრებს, მეგობრებს დაურეკონ, შეტყობინება გაუგზავნონ. ამავე დროს, მათ შეუძლიათ ამ ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნან ბლოგები, ვიდეოები, წიგნები და შემდეგ ეს ყველაფერი გაუზიარონ სხვებს.
3. ახალი ტექნოლოგიების ათვისება – იმისათვის, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს შესთავაზოს არჩევანი მასწავლებელმა უნდა იცოდეს ტექნოლოგიები და უნდა ეცნობოდეს მათ განვითარებას მუდმივად. გთავაზობთ ვებ-გვერდს, რომლის გამოყენებითაც შეძლებთ ახალი ტექნოლოგიების ათვისებას www.lynda.com და მათ გამოყენებას.
4.იყავი გლობალური – ჩვენ დროში სირცხვილია, მხოლოდ სახელმძღვანელო წიგნის გამოყენებით ვასწავლოთ მოსწავლეებს სხვადასხვა ქვეყნების,  კულტურების და ადამიანების შესახებ, რომლებიც სამყაროს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ. ასწავლეთ მოსწავლეებს ტექნოლოგიების გამოყენებით სამყაროს ნებისმიერ კუთხეში მოხვედრის საშუალება. ეს მათ ძალიან მოეწონებათ.
5.იყავი მოქნილი და გამოიყენე სმარტფონი – უთხარით თქვენს მოსწავლეებს, რომ არ იცით გუგლის გამოყენება და დაელოდეთ მათ რეაქციას. თუ თქვენ მოსწავლეებს მისცემთ საშუალებას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მოწყობილობები, ეს მათ დაეხმარება ამ მოწყობილობების დანიშნულების უკეთ აღქმაში.
6.ბლოგინგი – გამოიყენეთ ბლოგები წერისთვის, ეს გააუმჯობესებს მათ წერით უნარებს.
7.იყავი ციფრული – ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება აგარიდებთ ბევრ ფურცლებს. მიეცით საშუალება მოსწავლეებს ტექნოლოგიები აითვისონ და გამოიყენონ.
8.თანამშრომლობა – ტექნოლოგიების გამოყენებით თანამშრომლობა ხდება მაშინ, როც ამასწავლებელი და მოსწავლე ერთობლივად ქმნიან პრეზენტაციას, ვიდეოს, ციფრული რესურსს და პროექტებს. ასევე დოკუმენტები გაცვლა-გამოცვლა ელქტრონული ფოსტით.
9.გამოიყენე ტვიტერის ჩატი – ტვიტერის ჩატში მონაწილეობის მიღება, ყველაზე მოსახერხებელი და იაფი საშუალებაა, რომ კომუნიკაცია განვავითაროთ. ასევე სასარგებლოა პროფესიული განვითრებისთვის.
10.დაკავშირება – დღეს ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, რომ მოვძებნოთ ყველა, ყველგან, ყოველთვის. დავუკავშირდეთ მათ სოციალური მედიის გამოყენებით: Follow, Join.
11.პროექტზე დაფუძნებული სწავლება – დღეს მოწავლეებს არ სჭირდებათ მხოლოდ სახელმძღვანელოები, მათ შეუძლიათ მოიძიონ, შექმნან და მისცენ პროექტს საბოლოო სახე. მასწავლებელი მათ სჭირდებათ მხოლოდ იმისათვის, რომ მითითება მისცეს და გიდის ფუნქცია შეასრულოს.
12.შექმენი შენი საკუთარი ციფრული ფეხის ნაკვალევი – დღეს მასწავლებლი არის მოდელი სოციალური მედიის გამოყენების პროცესში, ის ტვირთავს ფოტოებს, აზიარებს ინფორმაციას, საკუთარ აზრებს. ამ ყველაფრის სწორად გამოყენება საკლასო ოთახში მოსწავლეებს დაეხმარება ტექნოლოგიების სწორად გამოყენებაში.
13.კოდირება, გაშიფვრა – თუ მე-20 საუკუნის მასწავლებლისთვის მთავარი იყო კალამი და ფანქარი, დღეს 21-ე საუკუნის მასწავლებლისთვის „კალამი და ფანქარი“ არის კომპიუტერი. ვებ-გვერდის გაშიფვრა საოცრად საინტერესოა – HTML ეს არის გასაოცარი.
14.სიახლეთა დანერგვა – საკლასო ოთახში საიხლეების დანერგვა ძალიან კარგი საშუალებაა მოსწავლეების ჩართულობის გაზრდის მიზნით. გამოიყენეთ TED https://www.youtube.com/user/Tedpyc -ის საუბრები და დანერგეთ აქტივობები საკლასო ოთახში.
15.გაგრძელე სწავლა – დღის განმავლობაში თუნდაც 20 წუთი დაუთმე სიახლეების გაცნობას, ეს უკვე დიდი საქმეა.
   ყოველთვის  გვახსოვდეს მარია მონტესორის 19 მცნება, რომლებიც  ბავშვებთან ურთიერთობისას დაგვეხმარება:
1. ბავშვები სწავლობენ ყველაფრისგან, რაც გარს აკრავთ
2. თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ, ის სხვების დადანაშაულებას – მათთვის გადაბრალებას ეჩვევა.
3. თუ ბავშვს ხშირად აქებენ – ის შეფასებას სწავლობს.
4. თუ ბავშვს მტრულად ექცევიან – ის ხელჩართულ ჩხუბს სწავლობს.
5. თუ ბავშვს არ ატყუებენ და მასთან გულწრფელები არიან – ის სამართლიანობას სწავლობს.
6. თუ ბავშვს ხშირად დასცინიან – ის მშიშარა, მორცხვი და მორიდებული ხდება.
7. თუ ბავშვი თავს უსაფრთხოდ გრძნობს – ის ნდობას სწავლობს.
8. თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ – ის გამუდმებით დამნაშავედ იგრძნობს თავს.
9. თუ ბავშვს ხშირად უწონებენ საქციელს – ის საკუთარი თავის პატივისცემას სწავლობს.
10. თუ ბავშვის მიმართ ხშირად იჩენენ მიმტევებლობასა და გულმოწყალებას – ის მოთმინებას სწავლობს.
11. თუ ბავშვს ხშირად ამხნევებენ – ის თავდაჯერებული ხდება.
12. თუ ბავშვი მეგობრულ ატმოსფეროში ცხოვრობს და თავს საჭიროდ გრძნობს – ის სიყვარულის პოვნას სწავლობს.
13. არასდროს თქვათ ბავშვზე ცუდი – არც მისი თანდასწრებით და არც მის გარეშე.
14. ყურადღება გაამახვილეთ ბავშვში კარგი თვისებების განვითარებაზე და ცუდისთვის ადგილი აღარ დარჩება.
15. ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, როდესაც ის მოგმართავთ.
16. პატივი ეცით ბავშვს, რომელმაც შეცდომა დაუშვა და ცდილობს მის გამოსწორებას დღესვე ან ცოტა მოგვიანებით.
17. ყოველთვის დაეხმარეთ ბავშვს, რომელიც ძიებაშია და დარჩით შეუმჩნეველი იმ ბავშვისთვის, რომელმაც უკვე იპოვა ის, რასაც თავისთვის ეძებდა.
18. დაეხმარეთ ბავშვს იმის ათვისებაში, რაც აქამდე არ აუთვისებია. გააკეთეთ ეს მზრუნველობით, თავშეკავებით, ჩუმად და სიყვარულით.
19. ბავშვთან ურთიერთობაში ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება კარგ მანერებს და დაანახეთ მას ყველაფერი საუკეთესო, რაც თქვენშია.
  ....და მაინც, ამ რთულ ეპოქაში რა აძლიერებს მასწავლებელს? რა განასხვავებს საუკეთესოს დანარჩენისგან? როგორები არიან კარგი მასწავლებლები?
1. არიან თავდაჯერებულნი
სწავლების პროცესში თავდაჯერებულობა შეიძლება ბევრ რამეში გამოიხატებოდეს. მაგალითად: მასალის ცოდნაში, ან თქვენი სწავლების მეთოდების უბადლოობაში. რა თქმა უნდა, ამ ორი მიმართულებით თავდაჯერება მნიშვნელოვანია, თუმცა ყველაზე აუცილებელი სულ სხვა რამ არის და არც თუ ისე ადვილი ასახსნელია.
ვგულისხმობ იმ თავდაჯერებას, როცა თქვენ ზუსტად იცით, რომ იქ ხართ სადაც ხართ და აკეთებთ იმ საქმეს, რასაც უნდა აკეთებდეთ, თუ მიუხედავად იმ მძიმე შრომისა, რასაც ამ საქმეში დებთ, ისაა, რაც თქვენთვისაც და თქვენი მოსწავლეებისთვისაც სარგებლის მომტანია. მოსწავლეები მასწავლებლის ამ დამოკიდებულებას გრძნობენ. სკოლაში მუშაობა რთული და სტრესულია, თუმცა შედეგები – სასიამოვნო. მაგრამ თუ ასწავლით და არ ხართ დარწმუნებული, რომ ეს თქვენი საქმეა… ესე იგი, არც არის.
2. გამოირჩევიან ცხოვრებისეული გამოცდილებით
რეალური ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც სკოლისა და განათლების სფეროს ჩარჩოების მიღმა გამოცდილებას გულისხმობს, დაგეხმარებათ სასწავლო თემების გასაგებ კონტექსტში წარმოდგენასა და რეალობასთან დაკავშირებაში. მასწავლებლებს, რომელთაც უმოგზაურიათ, უმუშავიათ სხვა სფეროში, უთამაშიათ რომელიმე სპორტულ გუნდში და ზოგადად, საინტერესო გამოცდილებები მიუღიათ, არ შემოიფარგლებიან, მხოლოდ ერთი პროფესიით – პროფესია “მასწავლებლით”. იქნება ეს პასუხი გუნდური მუშაობის მნიშვნელობაზე, თუ პასუხი პატარა მოსწავლის კითხვაზე – თუ რაში დასჭირდება მათემატიკა. მასწავლებლებს, რომელთაც საკმარისი დრო და ენერგია აქვთ დახარჯული სხვა პროფესიულ საქმიანობაში, შეუძლიათ უკეთ და საფუძვლიანად დაინახონ, თუ რა როლი აკისრია სასკოლო განათლებას ცხოვრებისეულ ჭრილში.
3. ხედავენ და ესმით თითოეული მოსწავლის მოტივაცია
ისევე, როგორც მოსწავლეების ინტერესები განსხვავდება ერთმანეთისაგან, ასევე განსხვავებულია მათი მოტივატორებიც. უმეტესობა მათგანი შეძლებს საკლასო ოთახშივე გამოავლინოს საკუთარი ხედვა და ამბიციები. შესაბამისად, მოტივაციაც რეალობიდან გამომდიანრე ჩამოუყალიბდეს. სამწუხაროდ, ზოგი მოსწავლე მხოლოდ გარე მოტივატორებზე რეაგირებს, მაგრამ კიდევ უფრო უარესი ისაა, რომ გვხვდება ისეთი მოსწავლეც, რომელიც საერთოდ ვერ აკავშირებს საკლასო ოთახში განვითარებულ მოვლენებს საკუთარ ინტერესებთან. დიდია ალბათომა იმისა, რომ ასეთი მოსწავლეები ვერ ჩაერთვებიან საერთო პროცესში. პროფესიონალმა მასწავლებელმა იცის, თუ როგორ მიუდგეს თითოეულ ასეთ მოსწავლეს და ის მასალა, რასაც სწავლის პროცესში გადიან, ამ მოსწავლეებისათვის გასაგებ კონტექსტში განიხილოს და დაანახოს კავშირი საგანსა და მათ ინტერესებს შორის. მასწავლებლები, რომელთაც არ შეუძლიათ, ხელი შეუწყონ მოსწავლეების მიერ ამ კავშირის დანახვას, საერთოდ უნდა დაფიქრდნენ, რა აზრი აქვს იმ ბავშვებთან მუშაობას, რომელთაც არც ინტერესი აქვთ და ვერც აკავშირებენ გონებაში მიღებულ ინფორმაციას შესაბამის თემასთან.
4. არიან ჩვეულებრივი ადამიანები და არა გმირები
დიახ, ყველა მასწავლებელი გმირია. ახლა დავივიწყოთ ეს ბანალური ფრაზა და ვცადოთ ამ კლიშეს მიღმა რეალური მნიშვნელობა განვმარტოთ. ზოგ მასწავლებელს ჯერ კიდებ უჭირს იმის ჩვენება, რომ რაღაც შეიძლება მასაც შეეშალოს. ასეთ პედაგოგებს დიდი ენერგიის ფასად დაუჯდებათ მოსწავლეებისათვის მათი იმედგაცრუების, წყენისა, და გაბრაზების დაფარვა. რატომ? იმიტომ, რომ რიგი მასწავლებლებისა ვერ ითავისუფლებს თავს ბარიერისაგან, რომ თქვას “წარმოდგენა არ მაქვს, რა არის პასუხი შენ კითხვაზე”. სამაგიეროდ, მასწავლებლები, რომლებიც ბუნებრივად ახერხებენ მოსწავლეებთან დაკავშირებას, არ ეშინიათ ემოციების გამოხატვის და შეუძლიათ აღიარონ, რომ ცოცხალი ენციკლოპედიები არ არინ.
რა თქმა უნდა, არავის უნდა, ზედმეტად საცოდავი იყოს, ან ემოციების კორიანტელი დააყენოს კლასში, მაგრამ რა არის იმაზე უკეთესი გზა ბავშვებს თანაგრძნობა ასწავლოთ, ვიდრე ის, რომ თავად იყოთ თანაგრძნობის ობიეტი, როცა ცუდი დღე გაქვთ? გუნდური მუშაობის წახალისებისათვის და იმისათვის, რომ ბავშვებს ასწავლოთ, რომ არაუშავს, როცა რაღაც არ ვიცით, საუკეთესო საშუალობაა უთხარათ: “არ ვიცი, მაგრამ რატომ არ გავარკვიოთ ერთად?
5. ერკვევიან ტექნიკაში
მოდით, ამ თემაზე ძალიან ბევრს ნუ ვისაუბრებთ, რადგან უკვე საკმაოდ დაიხარჯა მელანი (და უკვე პიქსელიც) ამ საკითხის განხილვისას. რაც დრო გადის, იმის თქმა, რომ – “მაგრამ მე არ ვიცი _________ გამოყენება” (იგულისხმება ნებისმიერი ტექნიკური მოწყობილობა) ჟღერს, როგორც – “მაგრამ მე არ ვიცი ტელეფონის გამოყენება”.
ერთადერთი შემთხვევა, როცა ეს განცხადება მისაღებია, არის მხოლოდ შემდეგი გაგრძელებით: “…მაგრამ ძალიან მინდა ვისწავლო!” ბავშვებმა, რომ მსგავსი სუსტი არგუმენტი მოიშველიონ დავალების არშესრულების მიზეზად, მოგვეწონებოდა? დღევანდელ დღეს, გამოწვევებისაგან თავის არიდების მიზნით, თითოეული მსგავსი უსუსური კომენტარით დავკარგავთ ქულებს, როგორც პროფესიონალი.
6. აძლევენ სხვებს რისკის მაგალითს
ჩვენ მოსწავლეებს ვურჩევთ, რომ იყვნენ რისკიანები. ყველას მოგვწონს, როცა გარისკვა შეგვიძლია, მაგრამ ვაღიაროთ, რომ მასწავლებლების უმეტესობა რისკისგან შორსაა. ეს კონკრეტული პრინციპი წინა თემის გაგრძელებაა, როცა შეცდომის აღიარების თაობაზე ვსაუბრობდით. პედაგოგი, რომელსაც შეუძლია, გამოვიდეს სტატიკური ჩარჩოდან, სცადოს რამე ახალი და თუნდაც სხვების თვალში “გიჟად” წარმოჩინდეს, მაინც გარისკოს პროფესიის ხათრით, მოსწავლეების პატივისცემას მოიპოვებს.
არ აქვს მნიშვნელობა, ეს რისკი წარმატებას მოიტანს, თუ არ გაამართლებს. მთავარია, რომ ბავშვებს დაამახსოვრდებათ და მიიღებენ გამოცდილებას, რომელზეც ისწავლიან. სწორედ ეს არ არის ჩვენი მიზანი? რაც არ უნდა იყოს, როცა იქნება მითქმა-მოთქმა დასრულდება. ცუდი PR არ არსებობს.
7. აკეთებენ აქცენტს მნიშვნელოვანზე
იქნება ეს: დაგვიანებების აღრიცხვა, დავალებების შეგროვება, ქულების დათვლის მიზნით, თუ ბავშვების ჩიჩინი, რომ ისწავლონ – საკმარისი მიზეზებია იმისათვის, რომ მასწავლებელის ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანიდან წვრილმანებზე გადავიდეს. ძლიერმა მასწავლებლებმა იციან, რომ ქრონიკული დაგვიანებების, ან სკოლის ხშირი გაცდენის უკან, უფრო ღრმა მიზეზია და არ კარგავენ დროს მათ “მოგვარებაზე”, როცა რეალურად აზრიც არ აქვს. ამისათვის არსებობს სკოლის ადმინისტრაცია და სასწავლო ნაწილი.
ამასთან, წარმატებულმა მასწავლებლებმა იციან, რომ კონკრეტული და ეფექტიანი დავალებით და მიზანმიმართული უკუკავშირით საკუთარ შრომასაც გაიმარტივებენ და ბავშვებსაც უფრო ჩართავენ აქტივობებში. ასევე, მასალის მოსწავლეების ინტერესებსა და გატაცებებზე მორგებით, სწავლის შედეგებს მაქსიმალურად გაზრდიან. ბევრი უმნიშველო დეტალია, რომელიც უაზროდ ხარჯავს მასწავლებლის დროს. ძლიერი პედაგოგები კი ყოველთვის ახერხებენ კონცენტრაციას მთავარზე.
8. ნაკლებად ღელავენ იმაზე, თუ რას იტყვის ადმინისტრაცია
ეს ნაწილი ძალიან ბევრ ზემოაღნიშნულ თემას უკავშირდება. ძლიერი მასწავლებლები თავიანთ საქმეს ისე აკეთებენ, რომ გონებას ნაკლებად იღლიან იმაზე ფიქრით, თუ რას იფიქრებს სასწავლო ნაწილი. ისინი რისკავენ. მათი კლასი შეიძლება ხმაურიანიც იყოს, მოუწესრიგებელიც, ან ორივე ერთად. მათ ქმედებებში შეიძლება მცირე დარღვევებიც იყოს (უმეტესად სასკოლო წესების), მაგრამ სამაგიეროდ მეტად დააინტერესებენ მოსწავლეებს და ჩართავენ სასწავლო პროცესში.მასწავლეების ამ კატეგორიამ იცის, რომ სწავლა არ არის აკურატული და წესრიგიანი პროცესი და წესების ზედმიწევნით ზუსტად დაცვით ბავშვების ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას, სპონტანურობას და გატაცებებს რუტინით ჩაკლავენ. მუდამ იმაზე შიში, თუ რას იტყვის უფროსი, შეგზღუდავთ ყველა საქმეში და არც სწავლებაა გამონაკლისი. პირიქით, საუკეთესო მასწავლებლები მისდევენ დევიზს: “პატიება უფრო ადვილია, ვიდრე ნებართვის მიღება”.


გვერდის მოსამზადებლად გამოყენებულია edu.aris.ge - ს მასალები

Comments

Popular posts from this blog

რა არის ბრეინშტორმინგი?