Posts

Showing posts from July 7, 2019

5 თავსატეხი გენიოსებისთვის – გამოცნობისთვის მხოლოდ 30 წამი გაქვთ

5 თავსატეხი გენიოსებისთვის – გამოცნობისთვის მხოლოდ 30 წამი გაქვთ

გამოცდები დაიწყო!

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების  გამოცდები  დღეს დაიწყო, რაც ნიშნავს რომ გამოგადგებათ ყველაფერი, რაც გამოცდის უკეთესად ჩაბარების შანსებს გაზრდის.  სპეციალურად პედაგოგებს გთავაზობთ რეკომენდაციებს და მოგითხრობთ როგორ იგრძნოთ გამოცდაზე თავი უფრო თავდაჯერებულად. გაითვალისწინეთ კოლეგების  გამოცდილება .   გამოცდაზე დროის სწორი გადანაწილება, გასული წლების ტესტების აქტიური კეთება და წინასაგამოცდო ტრენინგებში მონაწილეობა - ეს ის ძირითადი რჩევებია, რომლებსაც გამოცდილი პედაგოგები გამოცდაზე გასვლის მსურველებს უზიარებენ. კარგად გამოიძინეთ რა თქმა უნდა, დიდია ცდუნება  ჩაუჯდეთ  საგამოცდო ტესტებს მთელი ღამით, მაგრამ მეცნიერები კარგად გამოძინებას გვირჩევენ. სწორედ ძილის დროს ხდება დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის განმტკიცება. ამიტომ ადრე დაძინება უკეთესია. ამასთან, გათენებული ღამის გვერდითი ეფექტი დაგვიანებული რეაქციის სახით ვლინდება. არ დაგავიწყდეთ საუზმე - ის თქვენს ორგანიზმს დამატებით ძალებს შესძენს ბოსტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მეცნიერები გამოცდის წინ კ