Posts

Showing posts from June 2, 2019

რამდენიმე საუკეთესო აპლიკაციის შესახებ

ბევრისთვის დღემდე უცნობია ის აპლიკაციები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლოა მობილურმა ტელეფონმა მასწავლებლის ფუნქციაც შეიძინოს. განსაკუთრებით აღსანიშნავია 8 აპლიკაცია, რომლებიც განათლების მიღებისთვის სასარგებლოა. ამის შესახებ edu.aris.ge წერს. Coursera საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელშიც სხვადასხვა კურსებიდან მრავალფეროვანი თემებია თავმოყრილი. თავად კურსები კი მოიცავს როგორც ჰუმანიტარულ ისე ზუსტ და საბუნებისმეტყველო სფეროებს. იგი 1000-ზე მეტ მიმართულებას აერთიანებს, რომელთაგან უმრავლესობას ვიდეო ლექციები და გაკვეთილები აქვს თან. კურსების ნაწილი უფასოა, ნაწილი – ფასიანი. აპლიკაციის გადმოტვირთვა კომპიუტერშიც შეგიძლიათ. Edx-ის ერთადერთ ნაკლად მხოლოდ ის ითვლება, რომ კურსის დასრულების შემდეგ დიპლომი არ გაიცემა. სხვა მხრივ კი დაგროვებული ცოდნა უმაღლეს სასწავლებელში მიღებულ განათლებას არ ჩამოუვარდება. აღსანიშნავია, რომ პროგრამები მრავალფეროვანია და სრულიად უფასო. Google play books – აქ წიგნების მრავალფეროვანი არჩევანია, შეგიძლიათ იპოვოთ როგორც ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურა, ისე კომიქსები,

სწავლისა და განვითარების თეორიები

Image
   არსებობს ათეულობით თეორია იმის შესახებ, თუ რა და როგორ უნდა ასწავლოთ შემდეგ თაობებს და როგორი მეთოდოლოგია არის უკეთესი ჩვენს დროში. ამ საკითხის შესახებ უამრავი ნაშრომიც დაწერილა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევის ავტორია  რიჩარდ მილვუდი,  დუბლინის ტრინიტის კოლეჯის მოწვეული მკვლევარი. მან კვლევის შედეგები გრაფიკულად, მოკლე-მოკლედ წარმოადგინა, რითაც მისი შრომატევადი სამუშაო კიდევ უფრო ეფექტური გახადა. გთავაზობთ მილვუდის დასკვნებს, 32 თეორიას, რომელიც პედაგოგებმა უნდა იცოდნენ. სტატია სრულად იხილეთ-  32 თეორია პედაგოგიკაში

საათობრივი ბადე მომავალი სასწავლო წლისათვის

Image
სრული ვერსია იხილეთ   აქ -  საათობრივი ბადე