Posts

Showing posts from June 16, 2019

რა არის ბრეინშტორმინგი?

Image
ბრეინშტორმინგი იდეების გენერირების საუკეთესო მეთოდი და მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარების საუკეთესო საშუალებაა. მისი პრინციპი კი ძალიან მარტივია – პედაგოგი მოსწავლეებს სთხოვს იფიქრონ კონკრეტულ საკითხთან თუ საგანთან დაკავშირებულ ყველა კონცეფციაზე. თავდაპირველად მოსწავლემ შეიძლება, გითხრათ, რომ პასუხი არ იცის, თუმცა ამ დავალებას არ აქვს სწორი პასუხი. თქვენი მიზანია მოსწავლეებს დაუსვათ ისეთი კითხვები, რომლებიც ბავშვებს აზროვნებას „აიძულებს“ და მეხსიერებასაც გაავარჯიშებინებს. მაგალითად, ვთქვათ, საკითხი ეხება ამინდს. რა გვახსენდება ამ სიტყვის გაგონებაზე? ქარი, ტემპერატურა, შტორმი, თბილი… იდეების „შესაგროვებლად“, დაახლოებით, 5-10 წუთი დასჭირდებათ. ბრაინშტორმინგი საუკეთესო სააზროვნო სტრატეგიაა რიგი მიზეზების გამო: დიდია საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა ბავშვებს უწევთ გავლილი მასალის გახსენება იდეის გაჟღერებისთვის თანაბარი შანსი აქვთ შეცდომის დაშვების შიში არ არსებობს უწევთ, პატივი სცენ ერთმანეთის აზრებს ცდილობენ იაზროვნონ კრეატიულად აღმოფხვრილია საუ

19 რჩევა მარია მონტესორისგან

  მარია მონტესორი 1870 წელს დაიბადა იტალიაში. მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, რომლებსაც იმდროინდელი იტალიის დისკრიმინაციული გენდერული შეხედულებები წარმოშობდა, იგი მაინც გახდა პირველი ექიმი ქალი თავისი ქვეყნის ისტორიაში. რომის უნივერსიტეტის ფსიქიატრიულ კლინიკაში მუშაობისას მარია მონტესორი ბავშვებთან მოპყრობისა და ურთიერთობის საკითხებით დაინტერესდა.   სწავლების მისეული თეორია მას შემდეგ დაიბადა, რაც მან ორწლიანი მუშაობის შედეგად მენტალური სირთულეების მქონე ბავშვებისთვის წერა-კითხვის სწავლება შეძლო. ბავშვებმა, რომლებიც, ფაქტობრივად, სწავლის უუნაროებად იყვნენ მიჩნეულნი, წარმატებით ჩააბარეს სკოლის გამოცდები და საშუალოზე მაღალი ქულები მიიღეს. მონტესორის მეთოდის ძირითადი მიზანი იყო ბავშვის განვითარების ხელშეწყობა ისე, რომ მომხდარიყო სრულყოფილი პიროვნების ფორმირება. ამისათვის მას მნიშვნელოვნად მიაჩნდა სწავლების პროცესში ბავშვის ფსიქიკური განვითარების კრიტიკული პერიოდების გათვალისწინება, როდესაც ყალიბდება ბავშვის ესა თუ ის კონკრეტული უნარი, მაგ.: მეტყველების განვითარების კრიტიკული პ

როგორ განვავითაროთ კრიტიკული აზროვნება მოსწავლეებში

მასწავლებელი უნდა იყოს ექსპერტი შეკითხვების დასმისას, კითხვები უნდა იყოს შერჩეული ისე, რომ მოსწავლეებს თავად დაებადოთ კითხვები და ბოლომდე ჩაეძიონ საკითხებს. გთავაზობთ 5 შეკითხვას, რომელიც მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებაში დაგეხმარებათ: #1. რას ფიქრობთ? ეს შეკითხვა მოსწავლეებს ფიქრისაკენ მოუწოდებს და მათი გონება ახალი ინფორმაციის დამუშავებას იწყებს. #2. რატომ ფიქრობთ ასე? მას შემდეგ, რაც სტუდენტები თავის აზრს გაგაცნობენ პირველ შეკითხვაზე, ჩაეკითხეთ, თუ რატომ ფიქრობენ ამგვარად. ამ გზით ისინი საკუთარი მოსაზრების გამყარებას მიეჩვევიან. #3. საიდან იცი ეს? ამ კითხვის დასმის შემდეგ მოსწავლეები იწყებენ გამოთქმული მოსაზრების დაკავშირებას იმ საკითხებთან, რომლებიც უსწავლიათ, უნახავთ ან გამოუცდიათ. #4. შეგიძლია უფრო მეტი მითხრა ამ საკითხზე? ეს შეკითხვეა მოსწავლეებ მეტის ფიქრისა და გახსენებისაკენ უბიძგებს. #5. სხვა შეკითხვა ხომ არ გაქვს? საუბრის პერიოდში მოსწავლეს, შესაძლოა შეკითხვები დაებადოს, დაეხმარეთ მას, რომ არ დარჩეს უპასუხოდ საინტერესო საკითხების შესახებ. ამასთა