Posts

Showing posts from June 23, 2019

ახალი სახელმძღვანელოები მეშვიდეკლასელთათვის

სიახლე იხილეთ  აქ

საკლასო დისციპლინის დანერგვის სტრატეგიები

როგორ შეგიძლიათ დაამკვიდროთ კლასში კარგი დისციპლინა?   რეკომენდაციები, რომლებიც დაგეხმარებათ ამ მიზნის მიღწევაში.  • აუცილებელია , რომ საკლასო ოთახში დამკვიდრებული წესები შესაბამისობაში იყოს სკოლის შინაგანაწესთან. • საკლასო ოთახში ქცევის წესები შეიმუშავეთ მოსწავლეებთან ერთად, წესების განხორციელებისას გამოიჩინეთ სიმტკიცე და თანმიმდევრულობა.  • კ არგად უნდა იცნობდეთ თქვენს მოსწავლეებს და ცდილობდეთ მათთან კარგი ურთიერთობის დამყარებას.  • სასწავლო გარემო და სასწავლო პროცესი უნდა წარმართოთ ენთუზიაზმით და პროფესიონალურად. გაკვეთილის დაგეგმვისას მუდამ გქონდეთ სარეზერვო/დამატებითი რესურსები იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დროზე ადრე დაასრულებენ მათთვის მიცემულ დავალებას.  • შექმენით ინკლუზიური გარემო . მოსწავლეთა იზოლირება, მათი საჭიროებების უგულებელყოფა შეიძლება გახდეს მათი გაუცხოების მიზეზი.  • მოსწავლეებს მიეცით წარმატების მიღწევის შანსი. მოსწავლეები, რომლებსაც მაღალი თვითშეფასება აქვთ და დარწმუნებულნი არიან საკუთარ შესაძლებლობებში, უფრო წარმატებულები არიან. • მოსწავლე

შებრუნებული საკლასო ოთახი

შებრუნებული საკლასო ოთახი არის პედაგოგიური მოდელი, რომელშიც ტრადი­ციული ინსტრუქტაჟის და საშინაო დავალების ელემენტები ადგილებს იცვლის . ამ მოდელის გამოყენების ყველაზე გავრცელებული ვარიანტია, როდესაც საკლასო სესიამდე მოსწავლეები სახლში უყურებენ მოკლე ვიდეომასალას. საკლასო დრო ძირითადად ეთმობა სავარჯიშოებს, პროექტებს ან დისკუსიებს. ვიდეომასალა განიხილება, როგორც შებრუნებული მიდგომის საკვანძო შემადგენელი ნაწილი. ეს მასალა იქმნება ან თვით მასწავლებლის მიერ და ეგზავნება მოსწავლეებს (ან განთავსდება ონლაინ), ან მისი შერჩევა ხდება უკვე ონლაინ არსებული ვიდეო­მასალებიდან . შებრუნებული საკლასო ოთახის ცნება უკავშირდება ისეთ ცნებებს, როგორებიცაა აქტიური სწავლება, მოსწავლეთა ჩართულობა, კურსის ჰიბრიდული დიზაინი და ა.შ. შებრუნებული საკლასო ოთახის მთავარი არსი არის საკლასო აქტივობების გარდაქმნა სამუშაო შეხვედრებად, რომლებზედაც მოსწავლეებს შეუძლიათ კითხვები დასვან სასწავლო მასალის ირგვლივ, შეამოწმონ საკუთარი უნარები / ცოდნა, ითანამ­შრომლონ ერთმანეთთან და მოახდინონ ახალი ცოდნის კონსტრუირება. საკლასო ს