Posts

Showing posts from March 15, 2020

განტვირთვისთვის

12 ცნობილი მუზეუმი, რომლებიც ვირტუალურ ტურებს გთავაზობთ - დაათვალიერეთ ღირსშესანიშნაობები სახლიდან გაუსვლელად მასალა აღებულია etalon.ge დან

სიახლე

ინსტრუქცია მასწავლებლებისთვის: როგორ უნდა შექმნათ Teams-ში კლასი და მოიწვიოთ მოსწავლეები კოდით? მასალა აღებულია etalon.ge დან

"online სწავლება საქართველოში" სასარგებლო რჩევები პროფესიონალისგან

რამდენიმე საკითხი: 1.  დღეს მსოფლიოში ყველა ქვეყანა დისტანციური სწავლების ინტეგრირების შესაძლებლობებზე მსჯელობს ცენტრალურად თუ სკოლების დონეზე. არ მესმის, რატომ უნდა გაჩერდეს საქართველო.  ჯანდაცვა და განათლება ქვეყნის სასიცოცხლო ფუნქციებია, ამიტომ კრიზისების მართვისას აუცილებელია ალტერნატიულ მეთოდებზე ვიფიქროთ. ჩვენც ხომ შეგვიძლია ვიყოთ ლიდერები?! რეგიონული მაინც. 2.  კერძო სკოლები თუ არ გადავლენ დისტანციურ სწავლებაზე, მალე მშობლები აუჯანყდებიან და მოითხოვენ გადასახადის დაბრუნებას, ან უბრალოდ არ გადაიხდიან. ჩვენთან ეს უკვე მოხდა. 3.  საჯარო (უფასო) სკოლები დიდი ხნის განმავლობაში თუ არანაირ ალტერნატიულ ფორმას არ შესთავაზებენ მშობლებს, მშობლების უკმაყოფილებას ისინიც გამოიწვევენ, რაც ზოგადად პოლიტიკურ უკმაყოფილებას გამოიწვევს. 4.  მხოლოდ მშობლების ინციატივაზე თუ მივუშვებთ ამ პროცესს, გარდა უპასუხისმგებლობისა, ეს იქნება მშობლებზე დიდი წნეხის შექმნა. ისედაც ამ პროცესში მშობლები ძალიან იჩაგრებიან. 5.  ამ პროცესმა მასწავლებლებს შორის არ უნდა გააჩინოს დაყოფა და უსარგებლო კონკურენცია

ისწავლე...ახალი ენა

არსებობს არაჩვეულებრივი პლატფორმა, lingwing.com  , რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ შეისწავლოთ ექვსი ენა, მათ შორის არის ქართული ენის შესწავლა,რომელიც უცხოელებისთვის საინტერესო იქნება,  ძალიან მოსახერხებელი, სახალისო, საინტერესოა. აქ სწავლობ წერას ,კითხვას , ლექსიკას,გრამატიკას, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ის რომ ტექსტებს და სწორ გამოთქმებს ახმოვანებენ უცხოელები.მოტივირებას იწვევს ის რომ დონეების მიხედთვით შეგიძლიათ აიღოთ სერთიფიკატი.