Posts

5 თავსატეხი გენიოსებისთვის – გამოცნობისთვის მხოლოდ 30 წამი გაქვთ

5 თავსატეხი გენიოსებისთვის – გამოცნობისთვის მხოლოდ 30 წამი გაქვთ

გამოცდები დაიწყო!

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების  გამოცდები  დღეს დაიწყო, რაც ნიშნავს რომ გამოგადგებათ ყველაფერი, რაც გამოცდის უკეთესად ჩაბარების შანსებს გაზრდის.  სპეციალურად პედაგოგებს გთავაზობთ რეკომენდაციებს და მოგითხრობთ როგორ იგრძნოთ გამოცდაზე თავი უფრო თავდაჯერებულად. გაითვალისწინეთ კოლეგების  გამოცდილება .   გამოცდაზე დროის სწორი გადანაწილება, გასული წლების ტესტების აქტიური კეთება და წინასაგამოცდო ტრენინგებში მონაწილეობა - ეს ის ძირითადი რჩევებია, რომლებსაც გამოცდილი პედაგოგები გამოცდაზე გასვლის მსურველებს უზიარებენ. კარგად გამოიძინეთ რა თქმა უნდა, დიდია ცდუნება  ჩაუჯდეთ  საგამოცდო ტესტებს მთელი ღამით, მაგრამ მეცნიერები კარგად გამოძინებას გვირჩევენ. სწორედ ძილის დროს ხდება დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის განმტკიცება. ამიტომ ადრე დაძინება უკეთესია. ამასთან, გათენებული ღამის გვერდითი ეფექტი დაგვიანებული რეაქციის სახით ვლინდება. არ დაგავიწყდეთ საუზმე - ის თქვენს ორგანიზმს დამატებით ძალებს შესძენს ბოსტონის უნივერსიტეტის მედ...

ოთხი საიდუმლო სწავლის უნარისა და მეხსიერების გასაუმჯობესებლად

ჩვენი გონება ყოველდღიურად უამრავ ინფორმაციას იღებს და ყოველი მათგანის დამახსოვრება არარეალურია. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ მცირედი ძალისხმევით შეგიძლიათ, აცნობოთ თქვენს ტვინს, რისი „შენახვა“ ღირს მეხსიერებაში. კვლევის მიხედვით, მოსწავლეებმა და სტუდენტებმა  29-63%- ით  გააუმჯობესეს თავიანთი შედეგები მას შემდეგ, რაც სწავლის ისეთი ტექნიკები გამოიყენეს, როგორებიცაა ლექციაზე ჩანაწერების გაკეთება, შედარებითი დიაგრამების აგება, ასოციაციებისა და პარალელების გავლება და სხვა. 1.  მასალის, თუნდაც, 4-ჯერ წაკითხვა ისევე ეფექტური ვერ არის, როგორც ერთხელ მისი მოკლე შინაარსის დაწერა. თანაც, წერა უკეთესია ხელით და არა – კლავიატურაზე აკრეფა, რაც არღვევს ამ პროცესის ეფექტურობას. პროფესორი ანე მანგენი ამბობს: „ხელით წერის დროს, კალამსა და ფურცელთან შეხებით, ჩვენი ტვინი უკუკავშირს ამყარებს ჩვენს მამოძრავებელ მექანიზმებთან. ეს კავშირი სრულიად განსხვავდება იმ უკუკავშირისაგან, რომელიც კლავიატურის შეხების დროს წარმოიქმნება.“ 2.  არსებობს ახლო-ფოტოგრაფიული მეხსიერების გაუმჯობესების სი...

როგორ გავუმკლავდეთ გამოცდებს!

12 სუპერ ტექნიკა სწორად მეცადინეობისთვის BBC-სგან  იხილეთ    აქ

ახალი სახელმძღვანელოები მეშვიდეკლასელთათვის

სიახლე იხილეთ  აქ

საკლასო დისციპლინის დანერგვის სტრატეგიები

როგორ შეგიძლიათ დაამკვიდროთ კლასში კარგი დისციპლინა?   რეკომენდაციები, რომლებიც დაგეხმარებათ ამ მიზნის მიღწევაში.  • აუცილებელია , რომ საკლასო ოთახში დამკვიდრებული წესები შესაბამისობაში იყოს სკოლის შინაგანაწესთან. • საკლასო ოთახში ქცევის წესები შეიმუშავეთ მოსწავლეებთან ერთად, წესების განხორციელებისას გამოიჩინეთ სიმტკიცე და თანმიმდევრულობა.  • კ არგად უნდა იცნობდეთ თქვენს მოსწავლეებს და ცდილობდეთ მათთან კარგი ურთიერთობის დამყარებას.  • სასწავლო გარემო და სასწავლო პროცესი უნდა წარმართოთ ენთუზიაზმით და პროფესიონალურად. გაკვეთილის დაგეგმვისას მუდამ გქონდეთ სარეზერვო/დამატებითი რესურსები იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დროზე ადრე დაასრულებენ მათთვის მიცემულ დავალებას.  • შექმენით ინკლუზიური გარემო . მოსწავლეთა იზოლირება, მათი საჭიროებების უგულებელყოფა შეიძლება გახდეს მათი გაუცხოების მიზეზი.  • მოსწავლეებს მიეცით წარმატების მიღწევის შანსი. მოსწავლეები, რომლებსაც მაღალი თვითშეფასება აქვთ და დარწმუნებულნი არიან საკუთარ შესაძლებლობებში, უფრო წარმ...

შებრუნებული საკლასო ოთახი

შებრუნებული საკლასო ოთახი არის პედაგოგიური მოდელი, რომელშიც ტრადი­ციული ინსტრუქტაჟის და საშინაო დავალების ელემენტები ადგილებს იცვლის . ამ მოდელის გამოყენების ყველაზე გავრცელებული ვარიანტია, როდესაც საკლასო სესიამდე მოსწავლეები სახლში უყურებენ მოკლე ვიდეომასალას. საკლასო დრო ძირითადად ეთმობა სავარჯიშოებს, პროექტებს ან დისკუსიებს. ვიდეომასალა განიხილება, როგორც შებრუნებული მიდგომის საკვანძო შემადგენელი ნაწილი. ეს მასალა იქმნება ან თვით მასწავლებლის მიერ და ეგზავნება მოსწავლეებს (ან განთავსდება ონლაინ), ან მისი შერჩევა ხდება უკვე ონლაინ არსებული ვიდეო­მასალებიდან . შებრუნებული საკლასო ოთახის ცნება უკავშირდება ისეთ ცნებებს, როგორებიცაა აქტიური სწავლება, მოსწავლეთა ჩართულობა, კურსის ჰიბრიდული დიზაინი და ა.შ. შებრუნებული საკლასო ოთახის მთავარი არსი არის საკლასო აქტივობების გარდაქმნა სამუშაო შეხვედრებად, რომლებზედაც მოსწავლეებს შეუძლიათ კითხვები დასვან სასწავლო მასალის ირგვლივ, შეამოწმონ საკუთარი უნარები / ცოდნა, ითანამ­შრომლონ ერთმანეთთან და მოახდინონ ახალი ცოდნის კონსტრუირება. საკლასო ს...

რა არის ბრეინშტორმინგი?

Image
ბრეინშტორმინგი იდეების გენერირების საუკეთესო მეთოდი და მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარების საუკეთესო საშუალებაა. მისი პრინციპი კი ძალიან მარტივია – პედაგოგი მოსწავლეებს სთხოვს იფიქრონ კონკრეტულ საკითხთან თუ საგანთან დაკავშირებულ ყველა კონცეფციაზე. თავდაპირველად მოსწავლემ შეიძლება, გითხრათ, რომ პასუხი არ იცის, თუმცა ამ დავალებას არ აქვს სწორი პასუხი. თქვენი მიზანია მოსწავლეებს დაუსვათ ისეთი კითხვები, რომლებიც ბავშვებს აზროვნებას „აიძულებს“ და მეხსიერებასაც გაავარჯიშებინებს. მაგალითად, ვთქვათ, საკითხი ეხება ამინდს. რა გვახსენდება ამ სიტყვის გაგონებაზე? ქარი, ტემპერატურა, შტორმი, თბილი… იდეების „შესაგროვებლად“, დაახლოებით, 5-10 წუთი დასჭირდებათ. ბრაინშტორმინგი საუკეთესო სააზროვნო სტრატეგიაა რიგი მიზეზების გამო: დიდია საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა ბავშვებს უწევთ გავლილი მასალის გახსენება იდეის გაჟღერებისთვის თანაბარი შანსი აქვთ შეცდომის დაშვების შიში არ არსებობს უწევთ, პატივი სცენ ერთმანეთის აზრებს ცდილობენ იაზროვნონ კრეატიულად აღმოფხვრილია საუ...

19 რჩევა მარია მონტესორისგან

  მარია მონტესორი 1870 წელს დაიბადა იტალიაში. მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, რომლებსაც იმდროინდელი იტალიის დისკრიმინაციული გენდერული შეხედულებები წარმოშობდა, იგი მაინც გახდა პირველი ექიმი ქალი თავისი ქვეყნის ისტორიაში. რომის უნივერსიტეტის ფსიქიატრიულ კლინიკაში მუშაობისას მარია მონტესორი ბავშვებთან მოპყრობისა და ურთიერთობის საკითხებით დაინტერესდა.   სწავლების მისეული თეორია მას შემდეგ დაიბადა, რაც მან ორწლიანი მუშაობის შედეგად მენტალური სირთულეების მქონე ბავშვებისთვის წერა-კითხვის სწავლება შეძლო. ბავშვებმა, რომლებიც, ფაქტობრივად, სწავლის უუნაროებად იყვნენ მიჩნეულნი, წარმატებით ჩააბარეს სკოლის გამოცდები და საშუალოზე მაღალი ქულები მიიღეს. მონტესორის მეთოდის ძირითადი მიზანი იყო ბავშვის განვითარების ხელშეწყობა ისე, რომ მომხდარიყო სრულყოფილი პიროვნების ფორმირება. ამისათვის მას მნიშვნელოვნად მიაჩნდა სწავლების პროცესში ბავშვის ფსიქიკური განვითარების კრიტიკული პერიოდების გათვალისწინება, როდესაც ყალიბდება ბავშვის ესა თუ ის კონკრეტული უნარი, მაგ.: მეტყველების განვითარების კრ...

როგორ განვავითაროთ კრიტიკული აზროვნება მოსწავლეებში

მასწავლებელი უნდა იყოს ექსპერტი შეკითხვების დასმისას, კითხვები უნდა იყოს შერჩეული ისე, რომ მოსწავლეებს თავად დაებადოთ კითხვები და ბოლომდე ჩაეძიონ საკითხებს. გთავაზობთ 5 შეკითხვას, რომელიც მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებაში დაგეხმარებათ: #1. რას ფიქრობთ? ეს შეკითხვა მოსწავლეებს ფიქრისაკენ მოუწოდებს და მათი გონება ახალი ინფორმაციის დამუშავებას იწყებს. #2. რატომ ფიქრობთ ასე? მას შემდეგ, რაც სტუდენტები თავის აზრს გაგაცნობენ პირველ შეკითხვაზე, ჩაეკითხეთ, თუ რატომ ფიქრობენ ამგვარად. ამ გზით ისინი საკუთარი მოსაზრების გამყარებას მიეჩვევიან. #3. საიდან იცი ეს? ამ კითხვის დასმის შემდეგ მოსწავლეები იწყებენ გამოთქმული მოსაზრების დაკავშირებას იმ საკითხებთან, რომლებიც უსწავლიათ, უნახავთ ან გამოუცდიათ. #4. შეგიძლია უფრო მეტი მითხრა ამ საკითხზე? ეს შეკითხვეა მოსწავლეებ მეტის ფიქრისა და გახსენებისაკენ უბიძგებს. #5. სხვა შეკითხვა ხომ არ გაქვს? საუბრის პერიოდში მოსწავლეს, შესაძლოა შეკითხვები დაებადოს, დაეხმარეთ მას, რომ არ დარჩეს უპასუხოდ საინტერესო საკითხების შესახებ. ამასთა...