Posts

კიდევ ერთი მეთოდის შესახებ

სწავლების სტილი, რომელით მასწავლებელსა და მის საგანს ყველა ბავშვს შეაყვარებს - რა უნდა იცოდეთ „სენდვიჩის მეთოდზე“?

სასწავლო კალენდარი

----------  2019 - 2020 ს.წ.  ------------ სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად. მას სემესტრებად ყოფს ზამთრის არდადეგები. სკოლაში სასწავლო კვირა ხუთდღიანია. II – XI კლასებისთვის – სულ 172 სასწავლო დღეა   I სემესტრი:  74 სასწავლო დღე;   II სემესტრი:  98 სასწავლო დღე. I კლასისთვის სასწავლო წელი იწყება 16 სექტემბერს  და სრულდება 27 მაისს  – სულ 159 სასწავლო დღეა.   I სემესტრი:  74 დღე;   II სემესტრი:  85 დღე.  XII კლასებისთვის სასწავლო წელი იწყება 16 სექტემბერს და სრულდება 20 მაისს  – სულ 159 სასწავლო დღეა.   I სემესტრი:  74 დღე;   II სემესტრი:  81 დღე.           I სემესტრი იწყება 2019 წლის 16 სექტემბერს და სრულდება 2019 წლის 27 დეკემბერს. II სემესტრი იწყება: ა) II – XI კლასებისთვის – 2020 წლის 15 იანვარს და მთავრდება 2019 წლის 15 ივნისს; ბ) I კლასებისთვის – 2020 წლის 15 იანვარს და მთავრდება 2019 წლის 27 მაისს; გ) XII კლასებისთვის – 2020 წლის 15 იანვარ...

მასწავლებელთა ანაზღაურების წესში ცვლილება შევიდა

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომელიც არეგულირებს საჯარო სკოლების (შემდგომში – სკოლა) მასწავლებელთა/მასწავლებლობის მაძიებელთა (შემდგომში – მასწავლებელი), ასევე სპეციალურ მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობას და პირობებს. ცვლილების თანახმად, სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა იქნება: √  უფროსი მასწავლებლისათვის – 470 ლარი; √  წამყვანი მასწავლებლისათვის –  850 ლარი; √  მენტორი  მასწავლებლისათვის – 1150 ლარი.  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის  ბრძანების (№187/ნ)  სრული ვერსია  „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ იხილეთ ბმულზე   https://matsne.gov.ge/ka/document/view/4651816?fbclid=IwAR1TrMhz1F2XI40gETD2Pip3D...

ცნობილი ქართველი ფსიქოლოგის​ დიმიტრი უზნაძის (1886-1950წ.წ.) რჩევები მასწავლებლებს:

✔ გახსოვდეთ, რომ ბავშვის განვითარება მხოლოდ აქტივობის პროცესშია შესაძლებელი. სასწავლო პროცესის ეფექტიანობა, პირველ რიგში, სწავლისადმი დადებით განწყობას გულისხმობს, ანუ მთლიან პიროვნულ მზაობას. ✔ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ  მოარგებთ სასწავლო მასალას მოსწავლის განწყობას, მის სამოქმედოდ განწყობილ ძალებს.  მასალა, ერთის მხრივ, შესაფერისი უნდა იყოს მოწაფის ძალთა განვითარების აქტუალური დონისთვის. მეორეს მხრივ, დაშორებულიც უნდა იყოს. სხვაგვარად, წინსვლა შეუძლებელი იქნება. ✔ საკლასო ოთახში შექმენით ბავშვის განვითარების შესატყვისი გარემო. გახსოვდეთ, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, პირველ რიგში, მოსწავლეების ინტერესების  და სურვილების გათვალისწინებას გულისხმობს. ✔ ნუ გააკეთებთ აქცენტს მხოლოდ ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე. აუცილებელია მთელი ბუნების მოქმედებაში მოყვანა, პიროვნების მთელი ძალების გახსნა. ✔ აღზრდა - ეს არის სწრაფვა იდეალურისკენ, საკუთარი და სხვისი ცხოვრების ფორმაციის მიზანდასახული პროცესი. ✔ თუ აღმზრდელი არ აქცევს ყურადღე...

სიახლე ეროვნულ სასწავლო გეგმაში

საგაკვეთილო საათები სრულ დატვირთამდე, პირველ რიგში, უფროს და წამყვან მასწავლებლებს უნდა გადაუნაწილდეთ – ვალდებულება სკოლებს. სტატია სრულად იხილეთ  აქ

შენ აღმოაჩენ .... მას!

შეგონება: ნუ ეტყვი შენს მოსწავლეს, რომ ეს დავალება რთულ, ამოუხსნელ და შეუძლებელთა კატეგორიას განეკუთვნება... დაე, დაუშვას, რომ რიგით დავალებას ასრულებს! ის შეასრულებს, შენ კი აღმოაჩენ...მას! ...............  მომავალ მათემატიკოსს ჯორჯ დანცინგს, ერთხელ, დილით ჩაეძინა და პროფესორ ნეიმანის ლექციაზე 20 წუთიანი დაგვიანებით მივიდა. მან სწრაფად გადაწერა დაფიდან ორი ამოცანა, ჩათვალა რა ისინი საშინაო დავალებად. ერთი კვირის შემდეგ დანცინგი მივიდა ნეიმანთან და უთხრა: – პროფესორო, მაპატიეთ, რომ ასეთი დაგვიანებით მომაქვს საშინაო დავალება. რატომღაც ძალიან გამიჭირდა და დიდხანს მოვუნდი მათ ამოხსნას. შეიძლება რომ დაგიტოვოთ? – დატოვე ყმაწვილო, გადავხედავ, –უთხრა ნეიმანმა. რამდენიმე დღის შემდეგ კი, შუაღამისას, დანცინგი და მისი მეუღლე კარებზე ბრახუნმა გამოაღვიძა.  სახლში აღელვებული ნეიმანი შემოიჭრა. აღმოჩნდა რომ დანციგმა ამოხსნა ამოცანები, რომლებიც განეკუთვნებოდა ე.წ. ამოუხსნელ სტატისტიკურ ამოცანათა რიგს. – როგორ მიხვედი ამ ამოხსნამდე ყმაწვილო, რანაირად? - ჰკითხა პროფესორმა ნეიმანმა...

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დამტკიცდა

პროცედურები იხილეთ  აქ

თანამედროვე მასწავლებლის ტოპ 7 პროფესიული უნარი

თანამედროვე პედაგოგის ეს პროფესიული უნარები საგანმანათლებლო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სწავლების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებული არ არის. გთავაზობთ თანამედროვე მასწავლებლის ტოპ 7 პროფესიულ უნარს. სტატია სრულად იხილეთ   აქ .

როგორ გამოვიმუშაოთ ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნების უნარი – ფაქტორები და წინაპირობა

სრულად იხილეთ  აქ

რომელ საგნებს სწავლობენ დაწყებით და მაღალ კლასებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

    სკოლა არის ის ადგილი, სადაც მოზარდების უმრავლესობამ უნდა განსაზღვროს, თუ რას მიუძღვნის საკუთარ ცხოვრებას. სხვადასხვა ქვეყნის სასწავლო დაწესებულებები ბავშვის ნიჭის აღმოჩენის საკითხს განსხვავებულად უდგებიან. ამ სტატიაში ჩვენ მოგითხრობთ დისციპლინებზე, რომელთაც საზღვარგარეთის სკოლებში შეისწავლიან. გთხოვთ, შეავსოთ გამოკითხვა ამ თემის შესახებ.