შენ აღმოაჩენ .... მას!

შეგონება: ნუ ეტყვი შენს მოსწავლეს, რომ ეს დავალება რთულ, ამოუხსნელ და შეუძლებელთა კატეგორიას განეკუთვნება... დაე, დაუშვას, რომ რიგით დავალებას ასრულებს! ის შეასრულებს, შენ კი აღმოაჩენ...მას!
...............
 მომავალ მათემატიკოსს ჯორჯ დანცინგს, ერთხელ, დილით ჩაეძინა და პროფესორ ნეიმანის ლექციაზე 20 წუთიანი დაგვიანებით მივიდა. მან სწრაფად გადაწერა დაფიდან ორი ამოცანა, ჩათვალა რა ისინი საშინაო დავალებად.

ერთი კვირის შემდეგ დანცინგი მივიდა ნეიმანთან და უთხრა:

– პროფესორო, მაპატიეთ, რომ ასეთი დაგვიანებით მომაქვს საშინაო დავალება. რატომღაც ძალიან გამიჭირდა და დიდხანს მოვუნდი მათ ამოხსნას. შეიძლება რომ დაგიტოვოთ?

– დატოვე ყმაწვილო, გადავხედავ, –უთხრა ნეიმანმა.

რამდენიმე დღის შემდეგ კი, შუაღამისას, დანცინგი და მისი მეუღლე კარებზე ბრახუნმა გამოაღვიძა.  სახლში აღელვებული ნეიმანი შემოიჭრა.

აღმოჩნდა რომ დანციგმა ამოხსნა ამოცანები, რომლებიც განეკუთვნებოდა ე.წ. ამოუხსნელ სტატისტიკურ ამოცანათა რიგს.

– როგორ მიხვედი ამ ამოხსნამდე ყმაწვილო, რანაირად? - ჰკითხა პროფესორმა ნეიმანმა გაოცებულ სტუდენტს მას შემდეგ, რაც აუხსნა საქმის ვითარება.

– ღმერთო ჩემო! პროფესორო… მე… მე არ ვიცოდი, რომ მათ ამოხსნა არ ჰქონდათ. – უპასუხა გაოგნებულმა დანცინგმა

ჯორჯი არ იყო შეზღუდული და არ მიუდგა მათ, როგორც ამოუხსნელ ამოცანას, მან უბრალოდ არ იცოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო.

Comments

Popular posts from this blog

რა არის ბრეინშტორმინგი?