Posts

როგორ ჩაატარებდა გაკვეთილს სოკრატე თქვენს საკლასო ოთახში?

სტატია სრულად იხილეთ  აქ

გამოცდები 2019

    აპლიკანტმა იმისთვის, რომ საგნის გამოცდები ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 60%–ზე მეტი.  კერძოდ: ქართული ენია და ლიტერატურა მე–7 – მე–12 კლასები  – 43 ქულა და მეტი. მათემატიკა მე–7 – მე–12 კლასები –  32 ქულა და მეტი. გეოგრაფია მე–7 – მე–12 კლასები –  36 ქულა და მეტი. ბიოლოგია მე–7 – მე–12 კლასები –  38 ქულა და მეტი. ქიმია მე–7 – მე–12 კლასები –  43 ქულა და მეტი. ფიზიკა – მე–7 – მე–12 კლასები –  43 ქულა და მეტი. ისტორია – მე–7 – მე–12 კლასები –  37 ქულა და მეტი. სამოქალაქო განათლება – მე–7 – მე–12 კლასები –  37 ქულა და მეტი. უცხოური ენები 1–ლი – მე–12 კლასები –  55 ქულა და მეტი. ქართული როგორც მეორე ენა – 1–ლი – მე–12 კლასები –  58 ქულა და მეტი. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება –  1–ლი – მე–9 კლასები –  37 ქულა და მეტი. მუსიკა – 1–ლი – მე–9 კლასები –  43 ქულა და მეტი. სპორტი 1–ლი – მ...

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები

10 ივლისი: პროფესიული უნარები. 11 ივლისი: პროფესიული უნარები. 12 ივლისი: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV); ბუნებისმეტყველება (I-VI); ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI);მათემატიკა (I-VI). 17 ივლისი: მუსიკა;ისტორია;გეოგრაფია;სამოქალაქო განათლება;ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII). 18 ივლისი: ფიზიკა;მათემატიკა (VII-XII);სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;ქიმია; სპორტი. 19 ივლისი: ბიოლოგია;ინგლისური ენა - წერითი ნაწილი;რუსული ენა - წერითი ნაწილი;გერმანული ენა - წერითი ნაწილი;ფრანგული ენა - წერითი ნაწილი;ქართული, როგორც მეორე ენა - წერითი ნაწილი; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - წერითი ნაწილი. 20 ივლისი:      ინგლისური ენა - პრაქტიკული ნაწილი;რუსული ენა - პრაქტიკული ნაწილი;გერმანული ენა - პრაქტიკული ნაწილი;ფრანგული ენა - პრაქტიკული ნაწილი;ქართული, როგორც მეორე ენა - პრაქტიკული ნაწილი. 21 ივლისი - ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - პრაქტიკული ნაწილი.

რამდენიმე საუკეთესო აპლიკაციის შესახებ

ბევრისთვის დღემდე უცნობია ის აპლიკაციები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლოა მობილურმა ტელეფონმა მასწავლებლის ფუნქციაც შეიძინოს. განსაკუთრებით აღსანიშნავია 8 აპლიკაცია, რომლებიც განათლების მიღებისთვის სასარგებლოა. ამის შესახებ edu.aris.ge წერს. Coursera საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელშიც სხვადასხვა კურსებიდან მრავალფეროვანი თემებია თავმოყრილი. თავად კურსები კი მოიცავს როგორც ჰუმანიტარულ ისე ზუსტ და საბუნებისმეტყველო სფეროებს. იგი 1000-ზე მეტ მიმართულებას აერთიანებს, რომელთაგან უმრავლესობას ვიდეო ლექციები და გაკვეთილები აქვს თან. კურსების ნაწილი უფასოა, ნაწილი – ფასიანი. აპლიკაციის გადმოტვირთვა კომპიუტერშიც შეგიძლიათ. Edx-ის ერთადერთ ნაკლად მხოლოდ ის ითვლება, რომ კურსის დასრულების შემდეგ დიპლომი არ გაიცემა. სხვა მხრივ კი დაგროვებული ცოდნა უმაღლეს სასწავლებელში მიღებულ განათლებას არ ჩამოუვარდება. აღსანიშნავია, რომ პროგრამები მრავალფეროვანია და სრულიად უფასო. Google play books – აქ წიგნების მრავალფეროვანი არჩევანია, შეგიძლიათ იპოვოთ როგორც ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატუ...

სწავლისა და განვითარების თეორიები

Image
   არსებობს ათეულობით თეორია იმის შესახებ, თუ რა და როგორ უნდა ასწავლოთ შემდეგ თაობებს და როგორი მეთოდოლოგია არის უკეთესი ჩვენს დროში. ამ საკითხის შესახებ უამრავი ნაშრომიც დაწერილა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევის ავტორია  რიჩარდ მილვუდი,  დუბლინის ტრინიტის კოლეჯის მოწვეული მკვლევარი. მან კვლევის შედეგები გრაფიკულად, მოკლე-მოკლედ წარმოადგინა, რითაც მისი შრომატევადი სამუშაო კიდევ უფრო ეფექტური გახადა. გთავაზობთ მილვუდის დასკვნებს, 32 თეორიას, რომელიც პედაგოგებმა უნდა იცოდნენ. სტატია სრულად იხილეთ-  32 თეორია პედაგოგიკაში

საათობრივი ბადე მომავალი სასწავლო წლისათვის

Image
სრული ვერსია იხილეთ   აქ -  საათობრივი ბადე

ახალი სქემა

ახალი სქემა

ცვლილება ესგ-ში

ცვლილება ესგ-ში

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე გამოყენებული ტესტები

2010-2013 წლებში მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე გამოყენებული ტესტები

ახალი ცვლილებები

ზოგადი განათლების რეფორმის შესახებ ხშირად დასმული კითხვები პრაქტიკოსი  საპენსიო ასაკის მასწავლებელი 2019 წლის განმავლობაში სახელწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღების სურვილს რამდენიმე შემთხვევაში გამოხატავს: თუ  მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა გვაცნობოს 2019 წლის მაისში; თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას - ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა გვაცნობოს 2019 წლის ბოლომდე; თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს დადასტურებული აქვს მინიმალური კომპეტენცია, მაგრამ არ სურს,  აიმაღლოს სტატუსი - პრივილეგიით სარგებლობის შესახებ უნდა გვაცნობოს 2019 წლის ბოლომდე. სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა. კითხვა: პრაქტიკოსი მასწავლებლები მხოლოდ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებით აიმაღლებენ სტატუსს და მიიღებენ გაზრდილ ანაზღაურებას ახალი სასწავლო წლისათვის? პასუხი:   სტატუსი...