რამდენიმე საუკეთესო აპლიკაციის შესახებ

ბევრისთვის დღემდე უცნობია ის აპლიკაციები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლოა მობილურმა ტელეფონმა მასწავლებლის ფუნქციაც შეიძინოს. განსაკუთრებით აღსანიშნავია 8 აპლიკაცია, რომლებიც განათლების მიღებისთვის სასარგებლოა. ამის შესახებ edu.aris.ge წერს.
Coursera საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელშიც სხვადასხვა კურსებიდან მრავალფეროვანი თემებია თავმოყრილი. თავად კურსები კი მოიცავს როგორც ჰუმანიტარულ ისე ზუსტ და საბუნებისმეტყველო სფეროებს. იგი 1000-ზე მეტ მიმართულებას აერთიანებს, რომელთაგან უმრავლესობას ვიდეო ლექციები და გაკვეთილები აქვს თან. კურსების ნაწილი უფასოა, ნაწილი – ფასიანი. აპლიკაციის გადმოტვირთვა კომპიუტერშიც შეგიძლიათ.
Edx-ის ერთადერთ ნაკლად მხოლოდ ის ითვლება, რომ კურსის დასრულების შემდეგ დიპლომი არ გაიცემა. სხვა მხრივ კი დაგროვებული ცოდნა უმაღლეს სასწავლებელში მიღებულ განათლებას არ ჩამოუვარდება. აღსანიშნავია, რომ პროგრამები მრავალფეროვანია და სრულიად უფასო.
Google play books – აქ წიგნების მრავალფეროვანი არჩევანია, შეგიძლიათ იპოვოთ როგორც ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურა, ისე კომიქსები, კლასიკოსების შედევრები და სახელმძღვანელოები. ფასები ისეთივეა, როგორც სხვა ვებგვერდებზე, აპლიკაცია კი ბევრ ძებნას და დროის დახარჯვას თავიდან აგაცილებთ.
Khan academy – ესეც ზოგადი განათლების დაგროვების მსურველთათვისაა. პლატფორმა 10 000-ზე მეტ ვიდეოგაკვეთილს იტევს და ეს ყველფერი სრულიად უფასოდ. მათი ნაწილი განათლების ტიპურ სახეებსაც ეხება: მათემატიკა, ისტორია, მეცნიერება და სხვა. 
Memrise – თუ ენის შესწავლას იწყებთ, ეს აპლიკაცია თქვენთვისაა და დიდი ალბათობით, პროგრამა თქვენს სასურველ ენას “ფლობს”, ის 100-ზე მეტ ენას იტევს. სწავლების მეთოდი ზოგჯერ უჩვეულოც კია და შესაძლოა, პროგრამამ თამაშიც შემოგთავაზოთ.
Sololearn – ესაა დეველოპერი googleplay-ზე ,რომელსაც საინტერესო საგანმანათლებლო პროგრამები აქვს. თითოეული მათგანი განკუთვნილია კომპიუტერული ტექნოლოგიით დაინტერესებულ პირთათვის. აპლიკაცია სრულიად უფასოდ შეგასწავლით კომპიუტერის ენას.
Udacity – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სანდო აპლიკაცია ცოდნის გაღრმავების მსურველთათვის. კურსები მოიცავს სერიოზულ, სიღმისეულ მასალებს და თითოეული მათგანი მკაცრადაა შემოწმებული და გაკონტროლებული აპლიკაციის შემქმნელების მიერ.
Udemy Udemy – პირველი საგანმანათლებლო პროგრამა გახლავთ. იგი ამჟამად 32 000 კურსს მოიცავს და აერთიანებს. აქვე შეგხვდებათ ბიზნესის, მეწარმეობის, დიზაინის, ფოტოგრაფიისა თუ მუსიკის კურსები. მათი ნაწილი ფასიანია.

Comments

Popular posts from this blog

რა არის ბრეინშტორმინგი?