Posts

ახალი ცვლილებები

ზოგადი განათლების რეფორმის შესახებ ხშირად დასმული კითხვები პრაქტიკოსი  საპენსიო ასაკის მასწავლებელი 2019 წლის განმავლობაში სახელწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღების სურვილს რამდენიმე შემთხვევაში გამოხატავს: თუ  მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა გვაცნობოს 2019 წლის მაისში; თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას - ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა გვაცნობოს 2019 წლის ბოლომდე; თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს დადასტურებული აქვს მინიმალური კომპეტენცია, მაგრამ არ სურს,  აიმაღლოს სტატუსი - პრივილეგიით სარგებლობის შესახებ უნდა გვაცნობოს 2019 წლის ბოლომდე. სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა. კითხვა: პრაქტიკოსი მასწავლებლები მხოლოდ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებით აიმაღლებენ სტატუსს და მიიღებენ გაზრდილ ანაზღაურებას ახალი სასწავლო წლისათვის? პასუხი:   სტატუსი...

სკოლის საჭიროებების კვლევა

16 მაისს, 8.30 საათზე "მომავლის კლასში" ვატარებ სკოლის საჭიროებების კვლევის შედეგების გაზიარებას კოლეგებისთვის.

მოსწავლეთა უკუკავშირი

Image
კომენტარების წაკითხვის შემდეგ სტიმული მომეცა კიდევ ერთი სამოდელო გაკვეთილი ჩავატარო მეათეკლასელებთან.

საინფორმაციო შეხვედრა

ხვალ, 26 მარტს, ჯეოსელის ოთახში ვატარებ საინფორმაციო-გაცნობით შეხვედრას სკოლის საჭიროებები კვლევის ფარგლებში. დასწრება სავალდებულოა.
ყურადღება! 8, 15 და 22 თებერვალს დილის 8.00- 9.00 გაიმართება მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრა თემაზე "ბლუმის ტაქსონომია სასწავლო პროცესში".
მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მასწავლებლების საყურადღებოდ!  ვატარებ სკოლის საჭიროებების კვლევას თემაზე "განმავითარებელი შეფასება, როგორც მოსწავლის განვითარებისა და წარმატების აუცილებელი პირობა. სკოლაში განმავითარებელი შეფასების მრავალფეროვანი ინსტრუმენტების  გამოყენების  შემაფერხებელი ფაქტორები და მათი დაძლევის გზები". გთხოვთ შეავსოთ კითხვარი! თქვენი აზრი მნიშვნელოვანია ჩემი კვლევის გაგრძელებისა და წარმატებით  დასრულებისთვის. წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისა და თანამშრომლობისთვის. კითხვარი მასწავლებლებისთვის

ახალი სამუშაო შეხვედრა!

შემდეგი სამუშაო შეხვედრა ჩატარდება  9,10 და 11 იანვარს, დილით 10.00 საათზე. თემა: ანიმაციები powtoon- ში. სამუშაო შეხვედრა #4   -  ის მასალები

სიახლე

 ახალი სასწავლო რესურსების გაცნობა შეგიძლიათ ჩემს საგანმანათლებლო ბლოგზე თამარ შაშიაშვილის საგანმანათლებლო ბლოგი

სამუშაო შეხვედრა- ციფრული რესურსები learningapps.org-ში

განრიგი 19, 20, 21 დეკემბერი მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრების გეგმა # კრიტერიუმები შინაარსი 1 ორგანიზატორი მასწავლებლის სახელი და გვარი თამარ შაშიაშვილი 2 საგანი მათემატიკა 3 შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლები ხუნწარია თამარ, ჩიტაძე დოდო, რუხაია თეა, გინტური შორენა, არაბიძე ნატო, გურგენიძე მარინე, ქემაშვილი ნინო,მეცოვრიშვილი ქეთინო 4 შეხვედრის მიზანი     ციფრული რესურსების დამზადება www.LearningApps.org - ში ურთიერთთანამშრომლობითა და    კოლეგებისათვის გამოცდილების გაზიარების საშუალებით . 5 შეხვედრის აქტუალურობა ალბა თ ყველა მასწავლებელს   უფიქრია : რა მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო თამაშებს სასწავლო პროცესში ? რა შინაარსის დიდაქტიკური მასალების შექმნა შეიძლება სასწავლო პროცესში ? რომელ სერვისებს გამოიყენებდნენ განმავითარებელი სავარჯიშოების შექმნისას ? ეს სამუშაო შეხვედრა დაეხმარება და საშუალება...
ბლოგის შეფასება ეს ბლოგი-ელექტრონული რესურსი ერთგვარი ხიდია ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის. მსურს ჩემი გამოცდილება გავუზიარო  მკითხველებს; მინდა, შეგვეძლოს ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა. გამიხარდება, თუ ბლოგი დაეხმარება მასწავლებლებს სხვადასხვა სტრატეგიების, მეთოდების და მიდგომების განვითარებასა და დახვეწაში, პროფესიულ განვითარებასა და  კარიერულ წინსვლაში ... ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრი ბლოგის, მისი თემატიკის, შინაარსის და სტრუქტურის შესახებ. იმედია, თქვენი კომენტარებით დამეხმარებით, რომ ბლოგი უფრო აქტუალური, საინტერესო და პრაქტიკული გავხადო. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.