სამუშაო შეხვედრა- ციფრული რესურსები learningapps.org-ში

განრიგი
19, 20, 21 დეკემბერი

მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრების გეგმა


#
კრიტერიუმები
შინაარსი
1
ორგანიზატორი მასწავლებლის სახელი და გვარი

თამარ შაშიაშვილი
2
საგანი
მათემატიკა
3
შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლები
ხუნწარია თამარ, ჩიტაძე დოდო, რუხაია თეა, გინტური შორენა, არაბიძე ნატო, გურგენიძე მარინე, ქემაშვილი ნინო,მეცოვრიშვილი ქეთინო
4
შეხვედრის მიზანი
  ციფრული რესურსების დამზადება www.LearningApps.org -ში ურთიერთთანამშრომლობითა და   კოლეგებისათვის გამოცდილების გაზიარების საშუალებით.
5
შეხვედრის აქტუალურობა
ალბათ ყველა მასწავლებელს  უფიქრია: რა მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო თამაშებს სასწავლო პროცესში? რა შინაარსის დიდაქტიკური მასალების შექმნა შეიძლება სასწავლო პროცესში? რომელ სერვისებს გამოიყენებდნენ განმავითარებელი სავარჯიშოების შექმნისას?
ეს სამუშაო შეხვედრა დაეხმარება და საშუალებას მისცემს მასწავლებლებს  უპასუხონ ამ შეკითხვებს და გაეცნონ ერთ-ერთ ონლაინ პროგრამას, სადაც შეეძლებათ გამოიყენონ არა მარტო შაბლონები და მოარგონ თავიანთ საგანში შესაბამის სავარჯიშოებს, არამედ თვითონვე შექმნან აქტივობები სხადასხვა თემაზე პროგრამა LearningApps-ში.
6
შეხვედრაზე განსახილველი საკითხების განსაზღვრა
შეხვედრა #1
ü  რა არის და როგორი უნდა იყოს ციფრული რესურსი;
ü  საგანმანათლებლო ტექნოლოგიები - ციფრული რესურსების პორტალი (გაცნობა) ;
ü  www.LearningApps.org-ის შესაძლებლობები .
 შეხვედრა #2
ü  ინტერაქტიული სავარჯიშოები  www.LearningApps.org -ში- ვიდეოს ნახვა და განხილვა ( http://www.ict.tpdc.ge/video/15);
ü  რეგისტრაცია საიტზე,  რესურსების გაცნობა, რედაქტირება და ახლის შექმნა.
 შეხვედრა #3
ü  სასწავლო რესურსის შეფასება;
ü  კოლეგების მიერ learmingApp-ში  შექმნილი რესურსების განხილვა;
ü  სამუშაო ჯგუფის მონაწილე მასწავლებელთა უკუკავშირი.


6
მისაღწევი შედეგი
მასწავლებლები  გაეცნობიან როგორი უნდა იყოს ციფრული რესური, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ის. კოლეგები გაეცნობიან ციფრული რესურსების  პორტალზე განთავსებულ მასალას, კერძოდ, როგორ გაიარონ რეგისტრაცია learmingApps.org-ზე,  შექმნან პირადი პროფილი, ნახონ და რედაქტირება გაუკეთონ უკვე შექმნილ რესურსებს, შექმნან საავტორო ინტერაქტიული სავარჯიშოები.




Comments

Popular posts from this blog

რა არის ბრეინშტორმინგი?