"online სწავლება საქართველოში" სასარგებლო რჩევები პროფესიონალისგან

რამდენიმე საკითხი:

1.  დღეს მსოფლიოში ყველა ქვეყანა დისტანციური სწავლების ინტეგრირების შესაძლებლობებზე მსჯელობს ცენტრალურად თუ სკოლების დონეზე. არ მესმის, რატომ უნდა გაჩერდეს საქართველო.  ჯანდაცვა და განათლება ქვეყნის სასიცოცხლო ფუნქციებია, ამიტომ კრიზისების მართვისას აუცილებელია ალტერნატიულ მეთოდებზე ვიფიქროთ. ჩვენც ხომ შეგვიძლია ვიყოთ ლიდერები?! რეგიონული მაინც.

2.  კერძო სკოლები თუ არ გადავლენ დისტანციურ სწავლებაზე, მალე მშობლები აუჯანყდებიან და მოითხოვენ გადასახადის დაბრუნებას, ან უბრალოდ არ გადაიხდიან. ჩვენთან ეს უკვე მოხდა.

3.  საჯარო (უფასო) სკოლები დიდი ხნის განმავლობაში თუ არანაირ ალტერნატიულ ფორმას არ შესთავაზებენ მშობლებს, მშობლების უკმაყოფილებას ისინიც გამოიწვევენ, რაც ზოგადად პოლიტიკურ უკმაყოფილებას გამოიწვევს.

4.  მხოლოდ მშობლების ინციატივაზე თუ მივუშვებთ ამ პროცესს, გარდა უპასუხისმგებლობისა, ეს იქნება მშობლებზე დიდი წნეხის შექმნა. ისედაც ამ პროცესში მშობლები ძალიან იჩაგრებიან.

5.  ამ პროცესმა მასწავლებლებს შორის არ უნდა გააჩინოს დაყოფა და უსარგებლო კონკურენცია. უნარი, რომ ტექნიკურად შეძლო გაკვეთილის ჩატარება, არ ნიშნავს, რომ ხარისხიც კარგია, რომ სხვაზე უკეთესი მასწავლებელი ხარ. მაგ. ჩემი უნივერსიტეტის მსოფლიოში ცნობილმა ორმა ემერიტუსმა პროფესორმა (ასაკი 60+)  უარი თქვეს დისტანციურ სწავლებაზე. არ არის გასაკვირი ან დასაძრახი, თუ ვინმე არაკომფორტულად გრძნობს ამ პროცესში თავს. ყველას უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება.

6.  მოდით, ნუ დავძრახავთ იმათ, ვისაც თავის მოწონება უნდა, თუ რამე კარგად გამოუვიდათ. გავამხნევოთ, მხარი დავუჭიროთ.

წარმატებაც გადამდებია.
ნუცა კობახიძე
კოპირებულია ფბ გვერდიდან  "online სწავლება საქართველოში"

Comments

Popular posts from this blog

რა არის ბრეინშტორმინგი?