მასწავლებელთა ანაზღაურების წესში ცვლილება შევიდა
„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომელიც არეგულირებს საჯარო სკოლების (შემდგომში – სკოლა) მასწავლებელთა/მასწავლებლობის მაძიებელთა (შემდგომში – მასწავლებელი), ასევე სპეციალურ მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობას და პირობებს. ცვლილების თანახმად, სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა იქნება: √ უფროსი მასწავლებლისათვის – 470 ლარი; √ წამყვანი მასწავლებლისათვის – 850 ლარი; √ მენტორი მასწავლებლისათვის – 1150 ლარი. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების (№187/ნ) სრული ვერსია „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ იხილეთ ბმულზე https://matsne.gov.ge/ka/document/view/4651816?fbclid=IwAR1TrMhz1F2XI40gETD2Pip3D...