რა არის ბრეინშტორმინგი?
ბრეინშტორმინგი იდეების გენერირების საუკეთესო მეთოდი და მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარების საუკეთესო საშუალებაა. მისი პრინციპი კი ძალიან მარტივია – პედაგოგი მოსწავლეებს სთხოვს იფიქრონ კონკრეტულ საკითხთან თუ საგანთან დაკავშირებულ ყველა კონცეფციაზე. თავდაპირველად მოსწავლემ შეიძლება, გითხრათ, რომ პასუხი არ იცის, თუმცა ამ დავალებას არ აქვს სწორი პასუხი. თქვენი მიზანია მოსწავლეებს დაუსვათ ისეთი კითხვები, რომლებიც ბავშვებს აზროვნებას „აიძულებს“ და მეხსიერებასაც გაავარჯიშებინებს. მაგალითად, ვთქვათ, საკითხი ეხება ამინდს. რა გვახსენდება ამ სიტყვის გაგონებაზე? ქარი, ტემპერატურა, შტორმი, თბილი… იდეების „შესაგროვებლად“, დაახლოებით, 5-10 წუთი დასჭირდებათ. ბრაინშტორმინგი საუკეთესო სააზროვნო სტრატეგიაა რიგი მიზეზების გამო: დიდია საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა ბავშვებს უწევთ გავლილი მასალის გახსენება იდეის გაჟღერებისთვის თანაბარი შანსი აქვთ შეცდომის დაშვების შიში არ არსებობს უწევთ, პატივი სცენ ერთმანეთის აზრებს ცდილობენ იაზროვნონ კრეატიულად აღმოფხვრილია საუ...