ახალი ცვლილებები
ზოგადი განათლების რეფორმის შესახებ ხშირად დასმული კითხვები პრაქტიკოსი საპენსიო ასაკის მასწავლებელი 2019 წლის განმავლობაში სახელწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღების სურვილს რამდენიმე შემთხვევაში გამოხატავს: თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა გვაცნობოს 2019 წლის მაისში; თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას - ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა გვაცნობოს 2019 წლის ბოლომდე; თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს დადასტურებული აქვს მინიმალური კომპეტენცია, მაგრამ არ სურს, აიმაღლოს სტატუსი - პრივილეგიით სარგებლობის შესახებ უნდა გვაცნობოს 2019 წლის ბოლომდე. სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა. კითხვა: პრაქტიკოსი მასწავლებლები მხოლოდ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებით აიმაღლებენ სტატუსს და მიიღებენ გაზრდილ ანაზღაურებას ახალი სასწავლო წლისათვის? პასუხი: სტატუსი...