შებრუნებული საკლასო ოთახი არის პედაგოგიური მოდელი, რომელშიც ტრადიციული ინსტრუქტაჟის და საშინაო დავალების ელემენტები ადგილებს იცვლის . ამ მოდელის გამოყენების ყველაზე გავრცელებული ვარიანტია, როდესაც საკლასო სესიამდე მოსწავლეები სახლში უყურებენ მოკლე ვიდეომასალას. საკლასო დრო ძირითადად ეთმობა სავარჯიშოებს, პროექტებს ან დისკუსიებს. ვიდეომასალა განიხილება, როგორც შებრუნებული მიდგომის საკვანძო შემადგენელი ნაწილი. ეს მასალა იქმნება ან თვით მასწავლებლის მიერ და ეგზავნება მოსწავლეებს (ან განთავსდება ონლაინ), ან მისი შერჩევა ხდება უკვე ონლაინ არსებული ვიდეომასალებიდან . შებრუნებული საკლასო ოთახის ცნება უკავშირდება ისეთ ცნებებს, როგორებიცაა აქტიური სწავლება, მოსწავლეთა ჩართულობა, კურსის ჰიბრიდული დიზაინი და ა.შ. შებრუნებული საკლასო ოთახის მთავარი არსი არის საკლასო აქტივობების გარდაქმნა სამუშაო შეხვედრებად, რომლებზედაც მოსწავლეებს შეუძლიათ კითხვები დასვან სასწავლო მასალის ირგვლივ, შეამოწმონ საკუთარი უნარები / ცოდნა, ითანამშრომლონ ერთმანეთთან და მოახდინონ ახალი ცოდნის კონსტრუირება. საკლასო ს...